პარლამენტის თავამჯდომარემ დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში კონგრესმენებთან და ექსპერტებთან საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსაუხრი ავრცელებს.
როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, დავით ბაქრაძემ შეხვედრები გამართა კონგრესმენებთან დევიდ პრაისთან, ელსი ქასტინგთან, ილეანა როსლეხტინენი და სენატორთან ჯორჯ ლემიუსთან. მოგვიანებით კი შეხვედრა გაიმართა ვაშინგტონში ბროკუნგსის ცენტრში, სადაც უკე ექსპერტებმა მოუსმინეს დავით ბაქრაძეს და იმსჯელეს საქართველოში მიმდიარე პროცესებზე.
შეხვედრაზე ბაქრაძემ წარმოადგინა სახელმწიფოს ხედვა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ასევე გააცნო, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ინსტიტუციონალური რეფორმები მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი და ისაუბრა ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომელზეც პოლიტიკური ძალები ერთად იმუშავებენ.
ბრუკინგსის ცენტრის დირექტორმა სტრობ ტელბოტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "გინდა ოკუპაცია ვუწოდოთ გინდა დე ფაქტო ანექსია ფაქტია რომ ეს არის რეგიონში მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი მშვიდობისათვის".
ბაქრაძის განცხადებით, "ბრუკინგსის ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტს რომელმაც დააკომპლექტა აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია. აქ ჩატარებულ მოსმენებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს დეოკუპაციის საკითხში და ქვეყნის შიდა რეფორმების წარმატებულად გახორციელების საკითხში. ამასთან, ბაქრაძე იმედოვნებს, რომ აშშ-ს კონგრესის ორივე პალატა მხარს დაუჭერს რეზოლუციის ტექსტს რომელზეც ამ დროისთვის კონგრესი მუშაობს.
"რეზოლუცია უნდა გახდეს საფუძველი პროცესის დაძვრისა და რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან პარლამენტის პრესსამსაუხრის ინფორმაციით 16 სექტემბერს ბაქრაძე დრპუტატებთან პაატა დავითაიასთან და გიორგი კანდელაკთან ერთად ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარის ირენა დეგიუტიენეს მიერ ორგანიზებულ სამუშაო საკითხს დაესწრო.