დავით იაკობაშვილმა რესპირატორების 2 წლის მარაგი გაყიდა. რუსეთის ტყის ხანძარმა "ვიმ-ბილ-დანის" მფლობელებს ახალი ბიზნესის კეთებისკენ უბიძგა. კომპანია "ეპიცენტრ მარკეტმა" ივლის-აგვისტოში 2 მლნ. ერთეული პროდუქცია გაყიდა და ამ პერიოდში საწყობი ფაქტობრივად დაცარელდა. დამცავი საშუალებების რეალიზაციით კომპანიამ 3 მლნ რუბლის შემოსავალი მიიღო.
2000 წლის დასაწყისში "ვიმ-ბილ-დანის" მფლობელებმა დავით იაკობაშვილმა, სერგეი პლასტინინმა, და გაბრიელ იუშვაევმა ერთობლივი საწარმო "ეპიცენტრ მარკეტი" შექმნეს, რომელიც სპეციალიზირებულია სამედიცინო რესპირატორების და სხვა სამედიცინო პრეპარატების წარმოებაზე. პროექტში ჩადებულმა ინვესტიციამ კი 10 მლნ. დოლარი შეადგინა.
რუსეთის ტყის ხანძრების დროს კი ყველა მწარმოებელსა თუ დისტრიბურორს სამედიცინო საშუალებები დაუმთავრდათ.