ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე (ახალი თბილისის სპორტული კომპლექსი, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მე-3 საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.
20 აპრილს, 14:00 საათიდან ფინალური შეხვედრები დაიწყება.
ტურნირში, რომელიც ბ კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, ქართველი მოკრივეების გარდა 6 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეები ასპარეზობენ. თბილისს სომხეთის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ჩეხეთის ნაკრებები ეწვივნენ.