ვითიბი ბანკი განაგრძობს ქართული ფეხბურთის განვითარების მხარდაჭრას. 16 აპრილს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, ვიტალი დარასელიას სახელობის რიგით მეოთხე ტურნირი დაიწყო. ტურნირში მონაწილეობას იღებს 2004 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა რვა გუნდი. A ჯგუფი: დინამო თბილისი (საქართველო), ვულვერჰემფთონ უონდერსი (ინგლისი), ემპოლი (იტალია), ციურიხი (შვეიცარია). B ჯგუფი: სსფ-ს აკადემია (საქართველო), დინამო კიევი (უკრაინა), ფეიენოორდი როტერდამი (ჰოლანდია), სპორტინგი ბრაგა (პორტუგალია).
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი 21 აპრილს დასრულდება. ფინალური მატჩი „დინამო არენა“-ზე გაიმართება.
#ვითიბიქართულისპორტისთვის
ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.