ამერიკული მუსიკისა და ისტორიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პულიცერის სპეციალური პრემია სოულის დედოფალს, არეტა ფრანკლინს გადაეცა სიკვდილის შემდეგ.
სხვადასხვა დროს, მუსიკისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პულიცერის სპეციალური პრემია გადაეცათ ასევე, ბობ დილანს და სკოტ ჯოპლინს.
50-წლიანი კარიერის განმავლობაში არეტა ფრანკლინს მიღებული აქვს 18 გრემი, აგრეთვე 1987 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა როკენ როლის დიდების დარბაზში, 2005 წელს კი დიდი ბრიტანეთის მუსიკი დიდების დარბაზში. 1999 წელს იგი დააჯილდოვა პრეზიდენტმა კლინტონმა ეროვნული ხელოვნების მედლით, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა 2005 წელს თავისუფლების მედლით.
არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში, გასულ წელს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, „პულიცერის პრემიის“ 2019 წლის გამარჯვებულები, გუშინ, 15 აპრილს, კოლუმბიის უნივერსიტეტში
დასახელდნენ.