გუშინ, 15 აპრილს, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, „პულიცერის პრემიის“ 2019 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ.
ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს.
პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა.
ამ ჯილდოს ლაურეატებს ყოველი წლის აპრილში აცხადებენ.
2019 წლის გამარჯვებულების სია:
საზოგადოების სამსახური - გადაეცა South Florida Sun Sentinel-ს ფლორიდის შტატის ქალქ პარკლენდში სკოლაში მომხდარი თავდასხმის გაშუქებისთვის, სადაც სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომები იყო გამოვლენილი.
უახლესი ამბების გაშუქება (Breaking News Reporting) - გადაეცა Pittsburgh Post-Gazette-ს პიტსბურგში, სინაგოგაზე მომხდარი თავდასხმის სრული და ამომწურავი გაშუქებისთვის.
საგამოძიებო რეპორტაჟი - გადაეცა Los Angeles Times-ის ჟურნალისტებს მეტ ჰამილტონს, ჰარიეტ რაიანსა და პოლ პრინგლს, რომელთაც მოამზადეს საგამოძიებო რეპორტაჟი ქალებზე, რომლებიც განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსტიტეტის გინეკოლოგის მხრიდან.
Explanatory Reporting (რეპორტაჟი, რომელიც გამოაშკარავებს საზოგადოებისთვის დაფარულ ფაქტებს) - გადაეცა The New York Times-ის ჟურნალისტებს დევიდ ბარშტოუს, სუზან კრეიგსა და რუს ბიუტნერს, რომელთაც მოამზადეს მასალა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფინანსების შესახებ. მასალამ, რომელსაც ჟურნალისტები 18 თვის განმავლობაში ამზადებდნენ, გამოააშკარავა ტრამპის ბიზნეს-კომპანია, რომელიც გადასახადებს თავს არიდებდა.
ადგილობრივი რეპორტაჟი (Local Reporting) - გადაეცათ The Advocate-ს თანამშრომლებს, რომელთაც ამხილეს სახელმწიფო დისკრიმინაციული სისტემა, კერძოდ, თუ როგორ აგზავნიდა ბრალდებულებს საპატიმროში ლუიზიანის სასამრთლო, ნაფიცი მსაჯულების ერთიანი აზრის გარეშე.
ეროვნული რეპორტაჟი - გადაეცათ Wall Street Journal-ის ჟურნალისტებს, რომლებმაც მოამზადეს სტატია თუ როგორ გადაუხადა დონალდ ტრამპმა 2 ქალს დიდძალი თანხა მასთან კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ.
საერთაშორისო რეპორტაჟი - გადაეცათ სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტებს, რომლებიც მიანმარში დააპატიმრეს, ხელისუფლების მხრიდან როჰინჯების დევნისა და მკვლელობების ფაქტების გამოაშკარავებისთვის.
ამავე ნომინაციაში, გაიმარჯვეს ასევე Associated Press-ის ჟურნალისტებმა იემენში მიმდინარე ომის გაშუქებისთვის.
ფიჩერსი (Feature Writing) - გადაეცა ProPublica-ს ჟურნალისტს ჰანა დრეიერს, რომელმაც მოამზადა მრავალნაწილიანი მასალა ნიუ იორკის შტატში, ლონგ აილენდზე მცხოვრები სალვადორელი ემიგრანტების შესახებ.
კომენტარი - გადაეცა St. Louis Post-Dispatch-ის ჟურნალისტს ტონი მესენჯერს, რომელიც ამზადებდა ჟურნალისტურ სვეტებს მისურის შტატის ერთ-ერთი სოფლის ღატაკი მოქალაქეების წვრილმანი დანაშულებების გამო პასუხისგებაში მიცემაზე, რათა ამ გზით, მათთვის დიდძალი რაოდენობის ჯარიმა დაეკისრებინათ ან დაეპატიმრებით.
კრიტიკა - გადაეცა The Washington Post-ის ჟურნალის კარლოს ლოსადას მწვავე და საგამოძიებო მასალების მომზადებისთვის.
სარედაქციო წერილი - გადაეცა The New York Times-ის ჟურნალისტს ბრენტ სტეიპლს.
სარედაქციო კარიკატურა - გადაეცა დამოუკიდებელ კარიკატურისტს დარენ ბელს გაბედული კარიკატურებისთვის, რომელიც ამხელდა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას და საზოგადოების პრობლემებს.
ახალი ამბების ფოტოგრაფია - გადაეცა Reuters-ის ფოტოფრაფებს ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ამერიკაში ჩასული მიგრანტების სასოწარკევთის ამსახველი შესანიშნავი ვიზუალური ნარატივისთვის.
ფოტოისტორია - გადაეცა The Washington Post-ის ფოტოგრაფს ლორენცო ტაგნალს, რომელმაც იემენში არსებული შიმშოლობა ფოტოობიექტივზე ასახა.
გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ ფულადი ჯილდო 15 000 დოლარის სახით.
სპეციალური ჯილდო გადაეცა არეტა ფრანკლინს, მუსიკასა და კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.