17 სექტემბერს, 15:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება მაიორ ჰ. ფონ დახის წიგნის, "ტოტალური წინააღმდეგობა", პრეზენტაცია.
წიგნში ავტორი ომის დროს პარტიზანული ბრძოლების ტაქტიკასა და მეთოდებს აღწერს. თხრობის დიდი ნაწილი ეთმობა ოკუპაციის დროს დაპყრობილი ხალხის ქცევებსა და წინააღმდეგობის გაწევის გზებს.
პრეზენტაციას დაესწრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ნიკოლოზ რურუა.