ავსტრალიაში, მოშინაურებული ირემი მამაკაცს თავს დაესხა და მოკლა, ხოლო მისი მეუღლე სერიოზულად დაშავებული და ჰოსპიტალიზირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უბდური შემთხვევა ავსტრალიიის ქალაქ ვიქტორიაში მოხდა, როდესაც მამაკაცმა საკუთარ სახლში მყოფი ირმის გამოკვება დააპირა. მოულოდნელად ირემი მამაკცს თავს დაესხა და მოკლა. ქალი, მეუღლის დასახმარებლად გაიქცა, რა დროსაც ირემმა სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა.
BBC-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ირემი ადამიანს თავს დაესხა. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით ირემი მელბურნის ჩრდილო აღმოსავლეთით, 250 კილომეტრში იპოვნეს და დააძინეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებული ქალი მისმა თინეიჯერმა შვილმა გადაარჩინა. ირკვევა, რომ ოჯახს ირემი ექვსი წელი ჰყავდა სახლში.