დღეს, 15:00 სააათზე, საქართველოს მთავრობა კახეთში გასვლით სხდომას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.
მინისტრთა კაბინეტი სოფელ ნაფარეულთან, ლოპოტას ტურისტულ ცენტრში შეიკრიბება.
დღის წესრიგის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. განსახილველ საკითხთა შორის სავარაუდოდ, ეკონომიკური საკითხები იქნება.