ფრანგი მილიარდერი, კორპორაცია Kering-ის პრეზიდენტი ფრანსუა-ანრი პინო პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს.
ფრანსუა პინოს თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოყოფილი თანხა საკმარისი იქნება ტაძრის სრულად აღსადგენად.
ფრანგი მილიარდერი ცნობილი მსახიობის სელმა ჰაიეკის ქმარია.
კორპორაცია Kering-ი მოდის სახლებს - „გუჩის“, „ივ სენ ლორანის“, „ბალენსიაგას“ - ფლობს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სრულად აღდგენის პირობა დადო.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 აპრილს, საღამოს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლო და ჭერი. ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.