საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში საყოველთაოდ ცნობილი ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ცეცხლწაკიდებული 850 წლის ლეგენდარული გოთური ხელოვნების ნიმუშის ტაძრის ფოტოები.
პარიზის მერი ანა იდალგოს თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარია, რაც პარიზს თავს დასტყდომია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დაიწყეს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.