ხანძრის შედეგად პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სამრეკლო ჩამოინგრა. პარიზში ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მეხანძრე-მაშველების თქმით, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს სარემონტო სამუშაოებთან.
პარიზის მერი ანა იდალგოს თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ხანძარია, რაც პარიზს თავს დასტყდომია და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დაიწყეს ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები.