ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი „სამყაროს მსხნელი“, რომელიც ორი წლის წინ 450 მლნ დოლარად გაიყიდა, შესაძლოა, ყალბი აღმოჩნდეს. ამის შესახებ New York Post-ი იუწყება.
ხელოვნებათმცოდნე ბენ ლიუისის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, ნახატის რეალური ფასი 1200 დოლარი იქნება.
მისი თქმით, ლონდონის ეროვნულმა გალერეამ შეგნებულად შეიყვანა აუქციონის მონაწილეები შეცდომაში, როდესაც დამალა, რომ ექსპერტთა ჯგუფი ვარაუდობდა, რომ ნახატი ასლი იყო.
ლიუისმა დაადასტურა, რომ ნახატზე მუშაობისას ექპერტთა აზრები გაიყო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, "აბუ-დაბის ლუვრის" თანამშრომლებმა არ იციან სად არის ლეონარდო და ვინჩის ნახატი „სამყაროს მხსნელი“, რომელიც ისტორიაში ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებულ ნაწარმოებად არის აღიარებული.