ლიბიაში საომარი მოქმედებების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 147-მდე გაიზარდა. დაჭრილია 614 ადამიანი. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.
ლიბიის ეროვნული არმიის მარშალმა ხალიფა ჰაფთარმა 4 აპრილს ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლზე იერიში დაიწყო. ჰაფთარის არმიის ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქებზე გარიანსა და სურმანზე, რომლებიც ლიბიის დედაქალაქის სამხრეთით მდებარეობს.
ჰაფთარის არმიამ ასევე ავიადარტყმები მიაყენა ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტს, რის გამოც ყველა რეისი გაუქმდა.
მთავრობისადმი დაქვემდებარებულმა, ლიბიის შეიარაღებულმა ძალებმა 7 აპრილს ჰაფთარის არმიის წინაღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
მუამარ კადაფის დამხობისა და მკვლელობის შემდეგ 2011 წელს ლიბიაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო. ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა.
აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს პარლამენტი, დასავლეთით - ტრიპოლიში კი განთავსებულია გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელსაც ფაიეზ სარაჯი ხელმძღვანელობს.
აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება მოქმედებს ტროპოლისგან დამოუკიდებლად და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან მარშალ ჰაფთარის ხელმძღვანელობით.
გაერო ლიბიას სთავაზობს 2019 წლის გაზაფხულზე არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგებით უნდა მოხდეს ლეგიტიმური სახელისუფლებო ორგანოების ფორმირება.