საქართველოში 1990 და 2008 წლებში დევნილი მოსახლეობის საკითხი მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა ადამიანის უფლების საკითხებში, ვოლტერ კელინმა გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დევნილი მოსახლეობის პრობლემების მოგვარების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს და ამ კუთხით აუცილებელია მუშაობა გაგრძელდეს", - განაცხადა კელინმა.
მისი თქმით, ბუფერულ ზონებში იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია.
"აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ დევნილების გამოსახლების ფორმებზე და მათ დასაქმებაზე, რომ ადამიანებს საარსებო მინიმუმი ჰქონდეთ", - აღნიშნა მან.