ბათუმის მერი ლაშა კომახიძე განაგრძობს ვიზიტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. დღეს ის, აზერბაიჯანის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარეს ფუად ნაგიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბათუმსა და ბაქოს შორის ავიარეისების დანიშვნა, რომელიც ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას რეგიონში და ასევე პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის საქმიანი წრეების სამომავლო თანამშრომლობაზე.
ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 14 ივნისიდან განხორციელდება. ფრენებს სახელმწიფო ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის (AZAL) შვილობილი კომპანია Buta Airways შეასრულებს.