ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ქვეყანაში განლაგებულ ბირთვულ იარაღს მისი ნებართვის გარეშე და ასევე აღნიშნა, რომ ის კონსულტაციებს უწევს რუსეთის პრეზიდენტს სახელმწიფოთაშორის და გლობალურ საკითხებზე. ამის შესახებ ლუკაშენკამ BBC-თან იტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტმა ლუკაშენკას ჰკითხა ”და ომის, სპეციალური სამხედრო ოპეარციის შესახებ? არ ურჩევ მას [პუტინს] - რომ დამთავრების დროა?
„არა, მე არ ვამბობ, რომ დამთავრების დროა. მე და მან განვავითარეთ საერთო პოზიცია: მოლაპარაკებები.
რატომ ამბობთ უარს? რატომ არ ურჩევთ თქვენ, ანგლო-საქსები, დასავლეთი, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, დაიწყოს ამით“, - უპასუხა ლუკაშენკამ.
მისი თქმით, ამის შემდეგ „შეიძლება ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე“. ”და შემდეგ შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. მაგრამ ეს უნდა გადაწყდეს მაგიდასთან. ”
ლუკაშენკამ დასძინა, რომ რუსეთს სჭირდება გარანტიები: „რათა, ზავის დამყარებით, თქვენ [დასავლეთმა] არ დაიწყოთ საბრძოლო მასალის ტრანსპორტირება უკრაინაში და არ გადაიარაღოთ უკრაინის შეიარაღებული ძალები. ეს არ უნდა მოხდეს. სწორედ ამის ეშინია პუტინს. ამიტომ, მოლაპარაკება გამართეთ მასთან“, - თქვა ლუაკშენკამ.