12 აპრილი კოსმონავტის დღეა. 1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გააგზავნა კოსმონავტიანი პირველი ხომალდი Vostok 1, რომელსაც მართავდა იური გაგარინი. ამით პირველად გავიდა კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსური ხომალდი ატმოსფეროს ფარგლებს გარეთ.
იური გაგარინმა ერთხელ შემოუარა სამყაროს და დედამიწაზე დაბრუნებისას პრობლემა წარმოიშვა ხომალდზე, რის გამოც იგი პარაშუტით გადმოხტა.
კოსმოსში ადამიანის წამყვანი პირველი ხომალდი Vostok 1-ის კაფსულა მას შემდეგ რუსეთის კოსმოსურ ქალაქ კოროლიოვის მუზეუმშია განთავსებული და მის სანახავად დედამიწის ოთხივ კუთხიდან მოდიან.