11-15 ნოემბერს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, კამერული ანსამბლების მე-4 ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება. ფესტივალს გახსნიან გიორგი ხარაძე (ჩელო) და ხატია ბუნიათიშვილი (ფორტეპიანო).
შესრულდება ბეთჰოვენი, სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის, # 2 სოლ მინორი, თხზ.5; შუმანი, 5 პიესა ხალხურ თემებზე და შოპენი, სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, სოლ მინორი, თხზ.65.