დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრები ქართული კულტურული ძეგლების დაცვაზე და საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელებენ.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში 15:00 საათზე გაიმართება და მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.