ზუგდიდის ცენტრში, სერგო დადვანის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდა მამაკაც ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგობარეობა საშუალო სიმძიმისაა.
უცნობია ვინ მოახდინა გასროლა ახალგაზრდა მამაკაცის მისამართით.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები და ფაქტზე აღძღულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.