საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ფიფას მიერ გამოქვეყნებულ სექტემბრის თვის რეიტინგში, აგვისტოსთან შედარებით 21 პოზიციით წინ წაიწია და 89-ე ადგილზე გადაინაცვლა. ნაკრების წინსვლა იმან განაპირობა რომ თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მიმდინარე წელს გუნდს ჩატარებული 5 შეხვედრიდან არცერთი წაგება არ აქვს - 1 გამარჯვება და 4 ფრე.
სექტემბრის თვის რეიტინგს, სათავეში ესპანეთის ნაკრები უდგას, მეორეზე ჰოლანდიაა, ხოლო აქამდე მე-3 ადგილზე მყოფი ბრაზილიელები გერმანელებმა ჩაანაცვლეს.
1 (1). ესპანეთი - 1824
2 (2). ჰოლანდია - 1663
3 (4). გერმანია - 1490
4 (3). ბრაზილია - 1480
5 (5). არგენტინა - 1351
6 (7). ინგლისი - 1191
7 (6). ურუგვაი - 1182
8 (8). პორტუგალია - 1049
9 (9). ეგვიპტე - 1034
10 (10). ჩილე - 1004
11 (11). ხორვატია - 998
12 (12). საბერძნეთი - 973
13 (11). იტალია - 965
14 (22). ნორვეგია - 958
15 (13). სერბეთი - 945
16 (27). სლოვაკეთი - 919
17 (15). პარაგვაი - 904
18 (18). აშშ - 899
19 (19). სლოვენია - 897
20 (23). განა - 889
............
89 (110). საქართველო - 357