სამხრეთ ავსტრალიაში მეთევზეებმა მზისებრი გიგანტური თევზი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
თევზის სიგრძე 2.5 მეტრია, ხოლო წონა რამდენიმე ასეული კგ-ია. როგორც მეთევზე იხსენებს, როდესაც წყალში შორიდან თევზი შენიშნა, ჯერ ხე ეგონა.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ხშირად ასეთი თევზის გარდაცვალების მიზეზი პლასტიკური პარკებია, რომელიც მათ კუჭში ხვდება და მათი გადამუშავება ვეღარ ხერხდება.
მზისებრი თევზი აზიურ ქვეყნებში დელიკატესად ითვლება, მათ შორის იაპონიაში, კორეასა და ტაივანში.