თბილისში, ვარკეთილში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაჭრეს. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე, ტაქსების ბოლო გაჩერებაზე მოხდა. დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა მამაკაცებს შორის შელაპარაკება, თუმცა დაპირისპირების მოტივი ამ დრომდე უცნობია.
დაჭრილი, 50-წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.