დიდ დიღომში ცეცხლმოკიდებული საწყობიდან მეხანძრე-მაშველებმა ლეკვები გამოიყვანეს. ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.
დიდ დიღომში ტექნო-ლუქსის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაიწვა 1800 კვადრატული მეტრი ფართობი. საწყობს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.