დიდ დიღომში ტექნო-ლუქსის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, დაიწვა 1800 კვადრატული მეტრი ფართობი. საწყობს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. ხანძრის სწარაფად გავრცელებას ხელი ძლიერმა ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობას 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.