9 მარტს, სოფელ წითელსოფლიდან გაუჩინარებული გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
“გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით, 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, აღნიშნული მუხლი სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება.