18, 19 სექტემბერს 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, თეატრის გუნდი, ორკესტრი და სოლისტები ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (დავით აღმაშენებლის გამზ. #127) საკონცერტო ვერსიით წარმოადგენენ ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიას" (18 სექტემბერი) და ჯუზეპე ვერდის "ნაბუქოს" (19 სექტემბერი).
"მინდიაში" რევაზ ტაკიძის დირიჟორობით იმღერებენ თეიმურაზ გუგუშვილი, ირინე თაბორიძე, მამუკა ტეფნაძე და ვანო გალუაშვილი, ტარიელ ჭიჭინაძე.
"ნაბუქოში" მთავარ პარტიებს შეასრულებენ სულხან გველესიანი, ირაკლი კახიძე, კახაბერ თეთვაძე, ნანა ქავთარაშვილი, ელენა პუტილოვა, ტარიელ ჭიჭინაძე, თამაზ საგინაძე, მანანა იორდანიშვილი. ოპერას დირიჟორი დავით კინწურაშვილი წარუძღვება.