გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. დავით კირკიტაძის ადვოკატი აპირებს სასამართლოში წარმოადგინოს ყველა ის პირი, რომლებიც მზად არიან დავით კირკიტაძეს თავდებში ჩაუდგნენ.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნუნუ ნესმიწვერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის თქმით, განჩინება არ გასაჩივრდება და შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ წარდგენილი. ნემსიწვერიძის განმარტებითვე, თავდები უშუალოდ არ იყო წარმოდგენილი და მათ შესაბამისი განმარტება ვერ გააკეთეს.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძე 17 დეკემბერს დააკავეს. კირკიტაძე დაკავებულია ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.