ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელი ლუკა კურტანიძე ცირეკიძასთენ დაკავშირებით მომხდარი ინცინდენტის მიზეზად გუნდში არსებულ დაპირისპირებას ასახელებს. ამის შესახებ ლუკა კურანიძემ დღეს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, გუნდში შიდა დაპირისპირებას ხელისუფლება უწყობს ხელს, რაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან სავალალოდ წარმოჩინდა.
"როდესაც შიდა დაპირისპირება არის გუნდში ის გუნდი არ არის ძლიერი და საერთაშორისო არენაზე კარგ შედეგს ვერ მიაღწევს. ქვეყანაში იმ ადამიანების იგნორირება მიმდინარეობს, რომელთაც სპორტული ისტორია შექმნეს და ეს არავისთვის, მით უფრო სპორტსმენებისთვის კარგი მაგალითი არ არის", _ განაცხადა კურტანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე შეხვედრაზე დაგვიანების გამო, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალიდან 9 სექტემბერს მოხსნეს.