„ევროპული საქართველო“ „თიბისი ბანკის“ საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვს - ოთარ კახიძის განცხადება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.
ოთარ კახიძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში გვაქვს რეალობა, გვყავს არაფორმალური მმართველი, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
„ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ასევე ინტერვიუში თქვენ ბრალი დაგდოთ უმადურობაში, როდესაც ის საუბრობდა ვანო ჩხარტიშვილისა და თქვენ შორის სასამართლო დავაზე, ამ ყველაფრის კონტექსტში, საზოგადოებას აინტერესებს, სრული ინფორმაცია. თქვენ ვის უკავშირებთ, ვინ დგას ამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და სახელისუფლებო რგოლის უკან? გვითხრათ იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც თქვენთან წერილებს აგზავნიდა შანტაჟის ენით, ასევე გვითხრათ ოფისის მისამართი, რომელიც თქვენ დაადგინეთ, სადაც ჰაკერული თავდასხმა იყო განხორიციელებული?!
ევროპული საქართველო მზად არის ,რომ ყველა პროცედურების დაცვით მოითხოვოს, თიბისი საქმეზე სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის თქვენთან დაკავშირებულ საკითხს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.