სერ პოლ მაკარტნი ჯონ კენედის სახელობის პრემია მიენიჭა. მომღერალსა და მუსიკოსს პრემია აშშ-ს კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.
კენედის სახელობის პრემიის გადაცემის 33-ე ცერემონიალი, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც მიიღებს, ვაშინგტონში 2010 წლის დეკემბერში გაიმართება.
კენედის ცენტრმა პოლ მაკარტნის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და წარმატებული სიმღერების ავტორი. თავის მხრივ მომღერალმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ჯილდო დიდი პატივია.
"ჯონ კენედი ჩვენთვის, 60-იანელებისთვის, იყო გასაკუთრებული პიროვნება იყო. მისი მმართველობა უამრავი ადამიანისთვის იმედს დაუკავშირდა, ხოლო ჩემთვის ჩვეულებრივი ლივერპულელი ბიჭისთვის ეს ჯილდო ძალიან დიდი პატივია", - განაცხადა პოლ მაკარტნიმ.
უნდა აღინიშნოს, რომ მომღერალი კენედის პრემიაზე 8 წლის წინაც იყო ნომინირებული. კენედის სახელობის პრემიის ლაურეატები არიან ბარბარა სტრეიზანდი, ჯოდ დოლტრი, მარტინ სკორსეზე, სტივენ სპილბერგი, რობერტ დე ნირო, ტინა ტერნერი, ელტონ ჯონი და მრავალი ცნობილი და აღიარებული პიროვნება.