რეჟისორი ჯეიმს კამერონი ამაზონის ინდიელებზე ფილმის გადაიღებას გეგმავს. ამაზონის ინდიელებზე. კერძოდ კსიკრინ-კიანუს ტომის წარმომადგენლებზე 3 D ტექნოლოგიით, რომელიც მან "ავატარში" გამოიყენა.
კამერონი ორჯერ სტუმრობდა ინდიელთა ტომს და მან მხარი დაუჭირა ტომის ბელადების პროტესტს, რომლებიც ამაზონის ერთ-ერთ შენაკადზე კაშხალის მშენებლობას აპროტესტებენ. ბელადები აცხადებენ, რომ კაშხალის მშენებლობა ბრაზილიელი ინდიელების მიწების დატბორვას გამოიწვევს.
კაშხლის მშენებლობის გადაწყვეტილება ეკოლოგების პროტესტის მიუხედავად აგვისტოს ბოლოს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა დე სილვამ მიიღო.
ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ ძირძველი მოსახლეობის მიწებს დატბორვა არ ემუქრება. კამერონმა უკვე მოასწრო ბრაზილიაში ყოფნისას ადგილობრივ მოსახლეობაზე ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება, თუმცა ის ჩვეულებრივ ფორმატში გადაიღო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმის მასალები ავატარის DVD ვერსიას მიებმება, რომელიც გაყიდვაში 2010 წლის ბოლოს გამოვა.