ჟან ლუკ გოდარი აშშ-ში საპატიო ოსკარის პრემიის მისაღებად არ ჩავა. მსოფლიო კინემატოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფრანგი რეჟისორი ჟან ლუკ გოდარი აშშ-ში საპატიო ოსკარის პრემიის მისაღებად არ ჩავა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის კინოაკადემიამ 79 წლის რეჟისორს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოსკარი მიანიჭა აგვისტოს ბოლოს გავრცელდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ გოდარის ოფიციალური შეტყობინება დაგვიანდა.
ოსკარის აღმასრულებელი დირექტორის ბრიუს დევისის განცხადებით, ისინი ეცადნენ დაკავშირებოდნენ რეჟისორს ტელეფონის, ფაქსისა და ელექტრონული ფოსტის, ასევე ნაცნობების მეშელებით, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
შედეგად რეჟისორის ნაცვლად კინოაკადემიას მისმა მეუღლემ ანი მარი მევილმა აცნობა, რომ გოდარი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება და ლოს ანჟელესში პრემიის მისაღებად ვერ გაემგზავრება. მიზეზად გოდარის მეუღლემ რეჟისორის ასაკი და ის ფაქტიც დაასახელა, რომ საპატიო ოსკარის გადაცემა ცალკე იმართება.
"თქვენ თავად გაემგზავრებოდით ასე შორს მეტალის ნაჭრისთვის?", _ განაცხადა გოდარის მეუღლემ.
მიმდინარე წელს საპატიო ოსკარი 13 ნოემბერს გაიცემა და ის გოდართან ერთად კინოისტორიკოს კევი ბრაუნლოუს და მსახიობ ელაემ უოლაკომს გადაეცემათ.
გოდარის მეუღლემ არ გამორიცხა, რომ რეჟისორის ნაცვლად შესაძლოა დაჯილდოვების ცერემონიალზე რეჟისორის წარმომადგენელი ჩავიდეს.