ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
ბასილაშვილს დუბაის ტურნირში გამოსვლის შემდეგ 45 ქულა მოემატა და 1865 ქულით მე-18 ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.