ცნობილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა კარიერაში პირველად ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო. ნიუ - იორკში, გუშინ დასრულებულ ფინალში ნადალმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 4 სეტში დაამარცხა (6-4 5-7 6-4 6-2) და იმ ჩოგბურთელთა რიცხვს შეურთდა, ვისაც ყველა დიდი სლემის ტურნირი აქვთ მოგებული.
"ეს იმაზე მეტია რაც მე წარმომედგინა", - აღნიშნა ნადალმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ამ დროისთვის ის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელია და შესაბამისად ამ ტიტულსაც იმსახურებს", - განაცხადა ნადალის მოწინააღმდეგემ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა.
გუშინდელი წარმატების შემდეგ ნადალს 9 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული. ცნობისათვის ნადალმა საკუთარი კარიერის განმავლობაში ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო - ავსტრალიის ღია ჩემპიონატის, როლან გაროსის, უიმბლდონის და აშშ-ს ღია ჩემპიონატის.