ინგლისის "ჩელსის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა გადაწყვიტა ამ სეზონიდან ფული დაზოგოს და გუნდში პრემიები შეამცირა.
აქამდე ფეხბურთელები პრემიას ყველა მოგებული თამაშის შემდეგ
იღებდნენ და ამას კიდევ ემატებოდა ჩემპიონატებში გამარჯვებისთვის მიღებული
პრემიები. ახლა კი მათ პრემიებს მხოლოდ რამე თასის მოგების შემთხვევაში
მისცემენ.
ასე, რომ თუ თითოეულ ფეხბურთელს ყოველ წელიწადს დაახლოებით 500 000 ფუნტი სტერლინგი ჰქონდა დამატებით შემოსავლად პრემიის სახით, ახლა ეს თანხადაახლოებით 270 000 ფუნტი სტერლინგი იქნება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ლონდონელები ყველა იმ ჩემპიონატს მოიგებენ, რომელშიც მონაწილეობენ.