საქართველოს ბედს ერთი ქუჩა არასოდეს აღარ განსაზღვრავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში კადეტთა კორპუსი გახსნისას განაცხადა.
"საბჭოთა კავშირის დროიდან და მის შემდგომ პერიოდშიც, საქართველო გადაიქცა თავკომბალად. თბილისიში ყველაფერი ერთ ქუჩაზე იყო კონცენტრიტებული და ყველა სულდგმულობდა იმით, რა ხდებოდა ამ ქუჩაზე. დანარჩენი საქართველო კი იგნორირებული იყო. ადამიანებს ყოფდნენ იმის მიხედვით ვინ როგორ ოჯახში დაიბადა, ვინ როგორი აქცენტით ლაპარაკობდა, ვინ იყო ელიტური ოჯახიდან თუ საერთო სახახლო ოჯახიდან. ეს ყველაფერი ჩვენ დავასრულეთ. არსოდეს ერთი ქუჩა აღარ განსაზღვრავს, ჩვენი ისედაც არც ისე მრავალრიცხოვანი ქვეყნის ბედს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველო მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა თავის გაჭირვებული გეოპოლიტიკური ვითარებით, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი სახლემწიფოა.
"ჩვენ ბევრი ერი შეგვყურებს იმედის თვალით, იმიტომ რომ საქართველოა ფარგლებს გარეთ ისტორიული ბედუკუღმართობით და სხვადასხვა მოვლენების გამო უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს. Mმაგალითად თურქეთში უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს ვიდრე საქართველოში, ირანში ცხოვრობს ერთ მილიონამდე ქართველი. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ უცხოეთში მცხოვრები მუსულმანი ქართველები არავისზე ნაკელები ქართველები არ არიან, ისევე როგორც რუსეთში, ამერიკაში, უკრაინაში მცხოვრებნი. ეს ხალხი შემოგვყურებს ჩვენ იმედის თვალით", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისი სოციალურად ყველაზე გაჭირვებული იყო, მაგრამ ახალი მშენებლობებით და განხლებით ყველაფერს მოევლება, თუმცა მას გაფრთხილება სჭირდება.