ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. "გაზეთ ბათუმელების" ცნობით, მიტროპოლიტი დიმიტრი პრესკონფერენციაზე დეკანოზ მამალაძის საკითხსაც შეეხება.
პრესკონფერენციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ, ღუდუშაურის კლინიკაში, დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.