შუახევში, სოფელ მაწყვალთის ცენტრალური გზიდან ავტომანქანა ხევში გადავარდა. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, სამმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. დათოვლილი ხევიდან დაშავებულები მაშველებმა ამოიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება