საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ელისეს სასახლეში ერთობლივ პრესკონფერეციას მართავენ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, პირველ ლედის ბრიჯიტ მაკრონსა და სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის "ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა. გარდა ამისა, ის პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა.