დღეს, 18 თებერვალს, 10:00 საათზე, დედაქალაქის მერია სპორტის უნივერსიტეტში მწვრთნელთა მეოთხე ნაკადის გადამზადებას იწყებს. გადამზადებას ამჯერადაც 60-ზე მეტი მწვრთნელი გაივლის, რომლებიც თბილისის მერიის მწვრთნელთა მხარდაჭერის პროგრამაში ჩართულნი არიან.
პროექტის ფარგლებში, ჯამში 350 მწვრთნელი გადამზადდება, რომლებიც მოზარდებს სპორტის 49 სახეობაში ავარჯიშებენ.
გადამზადების კურსები სპორტის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ხორციელდება.
მეოთხე ნაკადის მონაწილეებს კურსის დაწყებამდე, შეხვდებიან თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მიმდინარე პროგრამას შეაჯამებენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.