წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, "ნასამ" კოსმოსურ მისებში გადაღებული ფოტოები მისალოც ბარათებად გარდაქმნა.
როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.
გთავაზობთ აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს ფოტოებს: