საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, 20 წლის ლევან ბერიანიძემ მოსკოვში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რეპეშაჟის ფინალში, დებიუტანტმა ქართველმა მძიმეწონოსანმა უნგრელი დანიელ ლიგეტი დაამარცხა.
ოქრო-ვერცხლის შანსი ბერიანიძემ ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, რუს ბილიალ მახოვთან წაგებით. იქამდე კი პოლონელი ვლადისლავ ბარტნიკი, ყაზახი მარიდ მუტალიმოვი და ირანელი ფარიდ მასუმი ვალადი დაამარცხა.
ცნობისათვის, 2 ბრინჯაოს მედალით, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 21 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა.