შავი პანტერა, იგივე იაგუარი ფართოდაა გავრცელებული, თუმცა მისი ფოტოზე აღბეჭდვა ნამდვილად იშვიათი შემთხვევაა. ფოტოგრაფმა უილ ბურარდ ლუკასმა შეძლო და კენიის ჯუნგლებში უიშვიათესად შავი შეფერილობის პანტერა ფოტოებზე აღბეჭდა.
BBC-ის ინფორმაციით შესაძლოა ბოლო 100 წელიწადში აფრიკაში შავი პანტერის დაფიქსირების ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა. შავი პანტერის, ბუნებაში განსაკუთრებით მალილად მაცხოვრებელი და უიშვიათესი ცხოველის ფოტოები პრაქტიკულად არ არსებობს.
რატომ არის შავი პანტერა იშვიათი?
ფოტოგრაფის განცხადებით ადამიანებს შავი პანტერა ჩვეულებრივ სახეობად მიაჩნიათ, რაც ასე არ არის.
„ტერმინი, რომელიც კატისებრთა ჯიშის ცხოველებს უკიდურესად შავ ფერს აძლევს, მელანიზმია, ეს დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, როგორც ალბინოსი, მაგრამ სხვა ფერში. შავი პანტერა ეს არის მელანისტური დიდი კატა. გავრცელებულია აფრიკასა და აზიაში როგორც შავი ლეოპარდი, ხოლო სამხრეთ ამერიკაში როგორც შავი იაგუარი. შავი პანტერა თავისი ჯგუფის კატებში უმცირესობას წარმოადგენს“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა