კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს კასპის გამგეობის თანამშრომელი, ვეტერანთა მომსახურების საკითხებში ნიკოლოზ ყაზარაშვილი. ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება.
სამართალდამავების განცხადებით, დაკავებულმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალა 600 ლარი.