12 სექტემბერს, გაიმართა პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩები. ერთპიროვნულმა ლიდერმა - „ჩელსიმ" კვლავ მოახერხა გამარჯვების მოპოვება და პრემიერლიგას კვლავ სათავეში უდგას. ლონდონელებმა სტუმრად „ვესტ ჰემს" სძლიეს ანგარიშით 1-3. 
არისტოკრატების უახლოესმა მადევარმა - „მანჩესტერ იუნაიტედმა" მოულოდნელად ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება აუტსაიდერ „ევერტონთან".  საბოლოოდ მატჩი ძალიან უხვგოლიანი გამოდგა და 3-3 დასრულდა. "ევერტონის" ფეხბურთელებმა ბოლო ორი გოლი მსაჯის ძირითად დროზე დამატებულ ბოლო ორ წუთში გაიტანეს.
მეთოფეებმა საკუთარ ემირეიტსზე დამაჯერებლად დაამარცხეს სტუმრად ჩამოსული „ბოლტონი". პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა ფრე 1-1, მაგრამ მეორე ნახევარში „არსენალის" ფეხბურთელები მოედანზე მოტივირებულები გამოვიდნენ და სამი უპასუხო გოლი გაიტანეს. საბოლოოდ 4-1 „არსენალის" სასარგებლოდ.
ყველასთვის მოულოდნელად, დებიუტანტმა „ბლექპულმა" სტუმრად „ნიუკასლი" დაამარცხა და თან ორი ბურთის სხვაობით. პირველი გოლი დებიუტანტებმა 44-ე, ხოლო მეორე გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მოექცნენ. თუ ასე გააგრძელეს, შესაძლოა მომავალ წელს ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ.
„მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც ამბიცია ჩემპიონობაზე აქვს, ვერ დაამარცხა საკუთარ მოედანზე „ბლექბერნი". ტანაც სტუმრები 56-ე წუთამდე ამარცხებდნენ მასპინძლებს. თუმცა, საბოლოოდ სიტის ფეხბურთელებმა მოახერხეს 1 გოლის გატანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 1-1 დაფიქსირდა.
დანარჩენ მატჩებში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა:
„ფულემი" 2-1 „ვულვზი"
„ვესტ ბრომვიჩი" 1-1 „ტოტენჰემი"
„უიგანი" 1-1 „სანდერლენდი"
პრემიერლიგის ცხრილი კი ამ დროისთვის ასე გამოიყურება:
ადგ.      გუნდი        თ         მ         ფ         წ           ბ.შ.      ქ
1	ჩელსი	4	4	0	0	17-1	12
2	არსენალი   	4	3	1	0	13-3	10
3	მანჩესტერი  4	2	2	0	11-5	8
4	ბლექპული	4	2	1	1	8-8	7
5	ფულემი	4	1	3	0	6-5	6
6	ასტონ ვილა	3	2	0	1	4-6	6
7	სიტი	            4          1         2          1          4-2      5
8	ბირმინგემი	3	1	2	0	6-5	5
9	ვულვზი	4	1	2	1	5-5	5
10	სანდერლენ.	4	1	2	1	4-4	5
11	ტოტენჰემი	4	1	2	1	3-3	5
12	ბოლტონი	4	1	2	1	6-7	5
13	ნიუკასლი	4	1	1	2	7-6	4
14	ბლექბერნი   	4	1	1	2	4-5	4
15	ლივერპული3	1	1	1	2-4	4
16	ვესტ ბრომვ.	4	1	1	2	2-8	4
17	უიგანი   	4	1	1	2	2-11	4
18	ევერტონი   	4	0	2	2	4-6	2
19	სტოკი	3	0	0	3	2-6	0
20	ვესტ ჰემი   	4	0	0	4	2-12	0 
"ჯი-ეიჩ-ენი", გიორგი კაკაბაძე