თურქეთის უმაღლს ჩემპიონატში მე-4 ტურის მატჩების ნაწილი გაიმართა. შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კაისერისპორმა" ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ტიტულოვანი გუნდი, "ფენერბახჩე" ანგარიშით 2-0 დაამარცხა.
გუშინდელ შეხვედრაში არველაძემ სრულად ათამაშა საქართველოს ნაკრების მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი. ქართველმა ფეხბურთელმა თურქული პრესისაგან მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.
ცნობისათვის "ფენერბახჩესთან" მოგების შემდეგ, "კაისერისპორს" 10 ქულა დაუგროვდა, და მხოლოდ შარშანდელ ჩემპიონს - "ბურსა" -ს ჩამორჩება