ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე "რეანიმანია", რომელიც უკვე მეორედ ტარდება სომხეთში, ქალაქ ერევანში, საკონკურსო ნომინაციაში გავიდა რეჟისორ გია ლაფაურის ფილმი - "რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები", პროექტიდან "მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები". გია ლაფაურის ეს პირველი სარეჟისორო ნამუშევარია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ფილმი რეჟისორმა 2009 წელს ხანტური ზღაპრის მიხედვით გადაიღო. ქრონომეტრაჟი 4 წთ 30 წმ, 2D, ფერადი.
ანიმაციური ფილმების სცენარი რეჟისორს გია ლაფაურს ეკუთვნის, მუსიკა დათო მალაზონიას. მხატვარი გია ლაფაური, ანიმატორები _ ხათუნა ტატუაშვილი, მედიკო ბალანჩივაძე, თეა ქებაძე, ნინო გიუნაშვილი. კომპიუტერული გრაფიკა კი ნიკა გელაშვილსა და ხვიჩა ჯღუთაშვილს ეკუთვნის.
ფილმი აწარმოა "მი-ფა-სი ფილმმა" და "ემ-კა პროდაქშენმა"
გია ლაფაური არის სცენარის ავტორი ფილმების: მოგზაურობა ისტორიაში. საქართველოს ძლიერება - მეფე თამარი (2005) - ანიმაციური; "რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები". პროდიუსერია ფილმის: 1. მოგზაურობა ისტორიაში. საქართველოს ძლიერება - მეფე თამარი (2005) - ანიმაციური. დამდგმელი მხატვარია ფილმების: რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები? (2009) - ანიმაციური; მოგზაურობა ისტორიაში. საქართველოს ძლიერება - მეფე თამარი (2005) - ანიმაციური; განხეთქილების ვაშლი (2003) - ანიმაციური.