ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ფესტიავლის ჟიურიმ, რომელსაც ცნობილი იტალიელი რეჟისორი, კვენტინ ტარანტინო ხელმძღვანელობდა 23 საკონკურსო ფილმიდან სოფია კოპოლას - "სადღაც" გამოარჩია და მთავრი ჯილდო, ოქროს ლომი გადასცა.
ვერცხლის ლომი საუკეთესო რეჟისურისათვის ალექს დე ლა იგლესიამ მიიღო ფილმისათვის - "სევდიანი ბალადა ტრომბონისთვის". მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი მსახიობი მამაკაცი ვინსენტ გალო ("აუცილებელი მკვლელობა") გახდა, ხოლო პრიზი საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალისათვის, არიანე ლაიბედმა ("ატენბერგი") მიიღო.
კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო ეჟი სკოლიმოვსკის "აუცილებელი მკვლელობა"-ს გადაეცა, ხოლო მარჩელო მასტროიანის სახელობის პრიზი საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის მილა კუნისმა მიიღო ("თეთრი გედი").
პრიზი საუკეთესო სცენარისათვის ალექს დე ლა იგლესიამ დაისაკუთრა - "სევდიანი ბალადა ტრომბონისთვის".
გარდა საკონკურსო ჩვენებებისა მაყურებელმა ფესტივალზე შემდეგ ფრანგულ ფილმებიც იხილა: ფრანსუა ოზონის "ლარნაკი", ანტონი კორდეს "რამდენიმე იღბლიანი", აბდელ კეშიშის "შავ ვენერა".
ფესტივალის ჟიურის ქვენტინ ტარანტინო ხელმძღვანელობდა. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ინგებორგა დაპკუნაიტე, დენი ელფმანი, ანრო დეპლეშანი, გაბრიელ სალვატორესი, ლუკა გუადანინიო და გილმერო არიაგა.